საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული საწარმოს მეშვეობით, 20 000 ლარის სანაცვლოდ, 196 690 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერეს. გაყალბებული დოკუმენტის მიხედვით, ჩასათვლელმა დამატებული ღირებულების გადასახადმა 30 003 ლარი შეადგინა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.