logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

21 აგვისტო. 2017. 11:54



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.


ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული საწარმოს მეშვეობით, 20 000 ლარის სანაცვლოდ,  196 690 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერეს. გაყალბებული დოკუმენტის მიხედვით, ჩასათვლელმა დამატებული ღირებულების გადასახადმა 30 003 ლარი შეადგინა.



საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner