logo_geo
eng_logo
კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 5 კმ-იანი გზა კეთდება
- +

21 აგვისტო. 2017. 12:00



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა. მინისტრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია  დაათავლიერა.


ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების განხორციელებისთვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.


კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიტaცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და შემოდგოიმდან ადგილობრივები   ახალი გზით შეძლებენ  სარგებლობას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner