ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „უპასუხისმგებლო საქციელს წარმოადგენს, რაც სიტუაციას უკონტროლო ბირთვულ ომამდე მიიყვანს".
ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის არმიას ნებისმიერ დროს შეუძლია, შეტევა მიიტანოს აშშ-ზე და არც გუამი, არც ჰავაის კუნძულები და არც აშშ-ის კონტინენტური ტერიტორია „თავიდან ვერ აიცილებენ ჩრდილოეთ კორეის უმოწყალო თავდასხმას".