საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად, 12 აპრილს, 20:00 საათზე, შარდენზე მდებარე კლუბ „ელ ცენტროში" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში „ერთად ყოფნა ძალას გვაძლევს" მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, მარიტა როხვაძე და „გუფი ლენდი".
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად აკაკი დევაძის ანგარიშზე გადაირიცხება.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და მკურნალობა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:
საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500