უფლებადამცველი ბაია პატარაია თეთნულდის სათხილამურო გზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ზღვის დონიდან 3 150 მ, ტემპერატურა: 9 ცელსიუსი + ქარი და წვიმა. ხილვადობა: დიდი ვერაფერი. სადამდეც გზა ავიდა, ბოლომდე ავედით, სამანქანო გზა კარგ მდგომარეობაში, სედანიც ავა. სიფსიხე და ისტერიკამდე კარგია.
P.S. ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული, ყოჩაღ მთავრობას. 7 კილომეტრზეა საბაგიროები გაყვანილი. საოცარი სათხილამურო ტრასა კეთდება", - წერს პატარაია.