რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი აქამდე არ წარუდგენია, თუ არ ჩავთვლით 22 წლის წინანდელ შემთხვევას ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში.
ახლახან კი პოლიტიკოსმა ხმამაღლა განაცხადა საკუთარი შვილის ოლეგ ეიდელშტეინის არსებობის შესახებ, რომელიც უკვე 31 წლისაა და ჩრდილოეთ ოსეთში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია.
ჟირინოვსკის შვილი ბაბუის გვარს ატარებს, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ის გაიზარდა, ბევრი მას დედის გვარით, გაზდაროვით იცნობს.
ჟირინოვსკის უფროსი ვაჟი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაშია და ის რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილეა. ახლა კი, როგორც ჩანს, უმცროსის ჯერიც დადგა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მამის პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატების სიას ლიდერობს.
ჟირინოვსკიმ ოლეგის დედა, ჟანა გაზდაროვა კუბაში გაიცნო, თუმცა მათი რომანი ქორწინებით ვერ დასრულდა.
ოლეგ ეიდელშტეინს 31 წლის ასაკში ბიზნესში უკვე დაუგროვდა გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის არაერთი კომპანიის თანამფლობელი იყო. 6 წლის წინ დაქორწინდა კიდეც. მისი ცნობილი მამა, მართალია, მასთან არ ჩასულა, თუმცა სწორედ ის გახლდათ ხმაურიანი დიდი ქორწილის დამფინანსებელი.