თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 სამხედრო დაშავდა. ავტომობილი, რომელში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, პოლიციის ბაზას დაეჯახა.
აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაზიანდა. დაზიანდა ასევე ახლომდებარე შენობებიც. ჯერ უცნობია, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა. ქალაქი ჰანი დიარბაქირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.