logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი თარხან გასვიანს: შენს გვერდით მიგულე…
- +

12 აპრილი. 2016. 10:21


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სამართალდამცველების მხრიდან „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერზე, თარხან გასვიანზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს აპროტესტებს.


„თარხან - შენს გვერდით მიგულე. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალური ინსპექცია, პროკურატურა და საზოგადოება, სათანადოდ შეაფასებენ ამ უმსგავსობას.

 

პ.ს. ძალიან მაინტერესებს - რატომ არ მოჰყვა შესაბამისი მედიააქტიურობა ამ ამბავს? ეგებ იმიტომ, რომ ჩიორა არ ხარ?"- წერს კოკა ყანდიაშვილი.


„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, თარხან გასვიანი მის მიმართ განხორციელებულ პოლიციურ ტერორზე საუბრობს:

 

„მიგვიყვანეს ვაკის მთავარ სამმართველოში, ჩემი მეგობარი უფროსის კაბინეტში ზედა სართულზე აიყვანეს,  მე კი პოლიციელების გასახდელში ჩამიყვანეს, იმ ადგილას,  სადაც, მოგეხსენებათ,  არ არის დამონტაჟებული კამერები...შემოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი,  ეტყობოდა, უფროსი ან უფროსის მოადგილე იყო, შემომხედა და იკითხა, ეს იღებდა ქუჩაში ვიდეოსო? თანამშრომლებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს... მომვარდა,  ფეხები ტერფებზე დამადგა,  რომ ვერ გავნძრეულიყავი და კისერში ხელი ჩამავლო, - მე გიორგი ვარ გაკაფაშვილიო, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახელი და გვარიო, აბა,  ახლა გადაიღე ვიდეოები, შენი დედა მო***ნო...  კარგა ხანს ვერ ვსუნთქავდი,  შემდეგ ხელი გამიშვა და მანუჩარ შონია შემოვიდა, რომელიც ჩემი დაკავებისას აქტიურობდა...მომვარდა, გიორგი გაკაფაშვილს, რომელიც შემდგომში ვაკის პოლიციის უფროსის მოადგილე აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ჩემს ტერფებზე ედგა ფეხები, მანუჩარმა ყვირილი დამიწყო, რა გგონია, რამე შეიცვალაო? შენ და შენს პარტიას ვინც არჩევნებში ხმა მისცეს, იმის ოჯახი მოვ***ან მეო, დამაგდო და თავისა და წელის არეში დამიწყო რტყმა, ამ დროს, როდესაც ძირს ვეგდე, გიორგი გაკაფაშვილი თავზე დამადგა,  იარაღი ამოიღო და მეუბნება: ნეტა მიშას დრო იყოს, ხომ დაგაცლიდი ამ „აბოიმას" შუბლშიო!!!"- წერს გასვიანი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner