logo_geo
eng_logo
შსს: აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში
- +

21 აგვისტო. 2017. 19:55


 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების  სამინისტროსთან  სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.


 

„21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს აღნიშნული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 

აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში.

 

საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ  ალიევს აღმოჩენილი დახმარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner