logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთში გაყვება
- +

21 აგვისტო. 2017. 23:12


ზაზა ფაჩულია ეროვნულ გუნდთან ერთად, საბერძნეთში გაემგზავრება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ერთ-ერთ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტრავმა საგანგაშო არ არის, თუმცა სავარაუდოდ, სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.


ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა, რამდენიმე წუთის წინ პირველ არხს განუცხადა, რომ ზაზა „აკროპოლისის" თასზე გუნდთან ერთად იქნება, თუმცა ტურნირში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებს.


„ევრობასკეტამდე" გუნდის ექიმები, მქსიმალურად შეეცდებიან, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა 31 აგვისტოს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე გასვლა შესძლოს









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner