წელს კურორტ აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული საცხოვრებელი სახლებისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნულ ინფორმაციას განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგილაშვილი ავრცელებს.
„შეკეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული საცხოვრებელი სახლები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აბასთუმნის ობსერვატორიას", - განაცხადა შერგილაშვილმა.