logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირობებს უყენებს
- +

12 აპრილი. 2016. 10:24


„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მთელ რიგ პირობებს უყენებს, რომელთა შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს.



არც ერთი პირობა რეფორმებთან დაკაშირებით, რომელიც მაიდანზე გაიცა, არ შესრულებულა. ჩვენ ყველას გვატყუებენ.
პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის გათავისუფლება არ წარმოადგენს უკრაინაში კორუფციული პრობლემების გადაწყვეტას. პრობლემა არა მხოლოდ იაცენიუკშია. პრობლემაა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაში ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმებისადმი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ოდესის გუბერნატორმა სახალხო დეპუტატებს მოუწოდა, ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირონ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner