logo_geo
eng_logo
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მოხალისეებიც არიან ჩართულები
- +

22 აგვისტო. 2017. 11:01



ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები. მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა.


ერთ-ერთი მოხალისის დავით ცაბოშვილის განცხადებით, მოხალისეები ბორჯომში დღეს დილით ჩამოვიდნენ.


„მოწოდებების მიუხედავად, რომ მოხალისეები არ ჩამოვსულიყავით, 13 ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მაინც საჭიროა მოხალისეთა მუშაობა. მოხალისე ყოველთვის იპოვის იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს. ჩამოვედით და მივეხმარებით ბიჭებს. უსაფრთხოების ზომებია მიღებული და შესაბამისად, კერებთან უფრო მეხანძრეები მუშაობენ, ვიდრე ჩვენ", - განაცხადა დავით ცაბოშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner