სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს.
„ვითარება არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა ლოკალიზაციისთვის, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ ხანძრის სრულად ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. ასევე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობას არ შეექმნას საფრთხე. გვაქვს მობილიზება დამატებითი რესურსების, თუ იქნება საჭირო, ამ რესურსებსაც გამოვიყენებთ", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.