ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ავსტრიული გამოცემა „Tiroler Tageszeitung"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია თავდაცვის კუთხით აშშ-ის იმედი ჰქონდეს.
მისი თქმით, ევროპელების მოსაზრება ევროკავშირზე უმჯობესდება, თუმცა რეგიონი აშშ-ს დაცვისთვის ვერ მიმართავს.
„აშკარა ხდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ ამერიკის თავდაცვის კუთხით მხარდაჭერაზე", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.