logo_geo
eng_logo
საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
- +

12 აპრილი. 2016. 10:38


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე  - კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს დიდი ოდენობით სიგარეტი „MARLBORO"-ს რეალიზაცია.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან  6 წლამდე ვადით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner