logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ავღანეთში ვერ გავიმეორებთ იმავე შეცდომას, რაც ჩვენმა ლიდერებმა ერაყში დაუშვეს
- +

22 აგვისტო. 2017. 11:56

 


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ამიერიდან არ გამოაცხადებს ავღანეთში თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას და სამხედრო ოპერაციების დაწყების ან დასრულების გეგმას, ხოლო ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები ტერორიზმთან ბრძოლაზე კონცენტრირდებიან.


„თავიდანვე ჩემი ინსტინქტები მკარნახობდნენ ავღანეთიდან წასვლას და მე ზოგადად მიყვარს ინსტინქტების მიხედვით მოქმედება. თუმცა, მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ, რომ როდესაც ოვალურ კაბინეტში მოვხვდებოდი, გადაწყვეტილებები სულ სხვანაირი იქნებოდა.

შეიარაღებული ძალების სწრაფი გამოყვანა ვაკუუმს შექმნის, რომელსაც ტერორისტები შეავსებენ, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოსა" და „ალ-ქაიდას" ტერორისტები", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ტრამპის განცხადებით, ამგვარი ქმედებების შედეგები 2011 წელს იყო ნაჩვენები, როდესაც „აშშ-მა ნაჩქარევად გამოიყვანა თავისი ძალები ერაყიდან".


„ის, რასაც ჩვენ ასეთი სირთულით მივაღწიეთ, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა. ვაკუუმმა, რომელიც ერაყიდან გასვლის შემდეგ შეიქმნა, შექმნა „ისლამური სახელმწიფო". ჩვენ ავღანეთში ვერ გავიმეორებთ იმავე შეცდომას, რაც ჩვენმა ლიდერებმა ერაყში დაუშვეს.

ამიერიდან ამერიკული სამხედრო ძალა არ იქნება გამოყენებული შორეულ ტერიტორიებზე დემოკრატიების ასაშენებლად. ამის ნაცვლად ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან საერთო ინტერესების დასაცავად ვიმუშავებთ.

აშშ გააფართოებს ავღანეთში შეიარაღებული ძალების უფლებამოსილებას ტერორისტულ ძალებთან ბრძოლის კუთხით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner