logo_geo
eng_logo
როსტოვში ხანძრის შედეგად 107 შენობა დაიწვა
- +

22 აგვისტო. 2017. 12:31


რუსეთში, ქალაქ როსტოვში, ხანძრის შედეგად 107 შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია.


„დაზუსტებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად 107 შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია", - აცხადებენ როსტოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოში.


გუშინ, როსტოვის ცენტრში, საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გავრცელების ფართობმა 10 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ქალაქში საგანგებო სიტუაციაა შემოღებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner