logo_geo
eng_logo
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
- +

22 აგვისტო. 2017. 12:34



ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ხანძრის სალიკვიდაციო   საგანგებო შტაბის მუშაობაში მონაწილეობს. 


მინისტრის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც  ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასევე, შეუფერხებლად  მიეწოდება ელექტროენერგია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner