logo_geo
eng_logo
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათეულობით მძიმე ტექნიკა ჩაერთო
- +

22 აგვისტო. 2017. 13:51



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ადგილზე ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც  ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეცტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან.


ამ ეტაპისთვის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სტიქიის ზონაში 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები. კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება  ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან სიახლოვეს,  რომ ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner