logo_geo
eng_logo
შსს-ს დანაყოფები სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ
- +

22 აგვისტო. 2017. 14:14


 

„ამ დროისთვის, შსს-ს დანაყოფები მობილიზებული არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„შემთხვევის ადგილზე მუშაობს  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.  ცეცხლის სალიკვიდაციო  სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner