„ამ დროისთვის, შსს-ს დანაყოფები მობილიზებული არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.