logo_geo
eng_logo
რა ქონება დააგროვეს ფარული ჩანაწერების თემაზე დაკავებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა?
- +

12 აპრილი. 2016. 10:48


მთავარმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა, რომლებიც `ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლების დროს შს სამინისტროში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ.


„კვირა" ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა.


- ირაკლი ყიფშიძე - დაბადებული თბილისში, 1978 წლის 17 ნოემბერს.


ირაკლი ყიფშიძე შს სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობდა. მან ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2005 წელს შეავსო. ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ირაკლი ყიფშიძეს თბილისის შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2006 წელს ეკავა. მანამდე კი ის შს სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსად მუშაობდა.


ირაკლი ყიფშიძემ ქონებრივი დეკლარაცია უკანასკნელად 2012 წელს შეავსო.


დოკუმენტით ირკვევა, რომ ირაკლი ყიფშიძე თბილისის შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის თანამდებობას 2006-2012 წლამდე ინარჩუნებდა. ირაკლი ყიფშიძეს მეუღლე სოფიო შარვაშიძე და 2 შვილი ჰყავს.


- რევაზ შიუკაშვილი - დაბადებული გორში, 1975 წლის 9 ოქტომბერს.


რევაზ შიუკაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2009 წლიდან მუშაობს. ქონებრივი დეკლარაცია 2010 წლის 13 სექტემბერს შეავსო. დოკუმენტით ირკვევა, რომ 1 წლის განმავლობაში რევაზ შიუკაშვილმა ხელფასის სახით 95 999 ლარი მიიღო.


2011 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ კუდ-ის მაღალჩინოსანმა ორი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა: კარაბინი „ამადეო როსსი" - 3 500 ლარად და პისტოლეტი „სტეჩკინი" - 4 500 ლარად.


რევაზ შიუკაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია უკანასკნელად 2012 წლის 3 აგვისტოს შეავსო, უკვე შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის რანგში.


მას თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთი ბინა აქვს, თუმცა ისიც მეუღლის - ნატა ბარათაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ბინის გარდა, მასზევეა გაფორმებული ავტომანქანა - „MITSUBISHI PAJERO IO 2000". იმ პერიოდისთვის რევაზ შიუკაშვილს პირად ანგარიშზე 40 ათასი აშშ დოლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით მისი შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში 65 000 ლარს გაუტოლდა. რევაზ შიუკაშვილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.


- რომან ზაალიშვილი - დაბადებულია თბილისში, 1978 წლის 26 ივნისს.


რომან ზაალიშვილი საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის უფროს გამომძიებლად (სამმართველოს უფროსის მოადგილე) 2010 წლიდან მუშაობდა. მან ერთი წლის განმავლობაში ამ თანამდებობიდან 23 344 ლარი მიიღო.


რომან ზაალიშვილმა თანამდებობა 2012 წლის მეორე ნახევარში დატოვა, თუმცა მან უკანასკნელად ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 30 აგვისტოს შეავსო.


ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კუდ-ის მაღალჩინოსანს პირად ანგარიშზე 3000 აშშ დოლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით - 34752 ლარი. რომან ზაალიშვილს მეუღლე ნინო გოგინაშვილი და ერთი შვილი ჰყავს.


- ზურაბ პავლიაშვილი - დაბადებული გორში, 1980 წლის 15 ნოემბერს.


ზურაბ პავლიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ ერთხელ _ 2012 წლის 4 სექტემბერს შეავსო.


მაშინ მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.


თუმცა მანამდე ზურაბ პავლიაშვილი ქალაქ თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსად მუშაობდა, სადაც სამმართველოს უფროსი ირაკლი ყიფშიძე იყო. ამ პოსტზე ზურაბ პავლიაშვილმა 1 წლის განმავლობაში 30 520 ლარი მიიღო.


ზურაბ პავლიაშვილს მეუღლე ქეთევან პავლიაშვილი და სამი შვილი ჰყავს.


- ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი - დაბადებული გარდაბნის რაიონის სოფელ წავკისში 1958 წლის 21 ივლისს.


ვასილ ლელუაშვილი 1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2004 წელს უკვე საქართველოს უშიშროების სამინისტროს მე-4 სამმართველოს ხელმძღვანელობდა.


პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კუდ-ის მაღალჩინოსნის რანგში ქონებრივი დეკლარაცია თავდაპირველად 2010 წელს შეავსო.


2010 წლის 1-ელ მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილს სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთები აქვს - გარდაბნის რაიონის დაბა კოჯორსა და წავკისში, აგრეთვე, თბილისსა და ლანჩხუთის რაიონში, დაბა გრიგოლეთში. მაშინ კუდ-ის მაღალჩინოსანს პირად ანგარიშზე 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა რეგისტრირებული, ხოლო ხელფასის სახით 1 წლის განმავლობაში 59 957 ლარი მიიღო.


მისი მეუღლის შემოსავალი 65 000 ლარია. აღსანიშნავია, რომ მაშინ ლელუაშვილის მეუღლე - გიული მარღიშვილი შპს „კოჯრის" ამბულატორიის დირექტორი იყო.


2010 წლიდან კუდ-ის მაღალჩინოსნის მეუღლე ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში იწყებს მუშაობას, შესაბამისად, ლელუაშვილების ოჯახის ფინანსური შემოსავალი მკვეთრად იზრდება. 2011 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კუდ-ის მაღალჩინოსანი პირად ანგარიშზე მიუთითებს, რომ ის 20 000 აშშ დოლარს ფლობს, ხოლო გიული მარღიშვილი - 18000 აშშ დოლარს.


ამასთანავე, ხელფასის სახით ცოლქმრის შემოსავალი ასე გამოიყურება:


ვასილ ლელუაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - 50900 ლარი.


გიული მარღიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სოც. ექსპერტიზის განყოფილების უფროსი - 2390 ლარი.


გიული მარღიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მე-13 პოლიკლინიკის კონსულტანტი - 640 ლარი.


გიული მარღიშვილი - შპს „კოჯრის" ამბულატორია, დირექტორი - 6 797 ლარი. 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ლელუაშვილის უძრავი ქონება მნიშვნელოვნად იზრდება.


2011 წლის უძრავ ქონებას, ერთი წლის განმავლობაში დაბა წავკისში კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი ემატება. მათი უმრავლესობა ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, იზრდება თბილისში საცხოვრებელი ბინების რაოდენობაც.


გარდა უძრავი ქონებისა, იზრდება ფინანსური შემოსავალიც.


კერძოდ:


ვასილ ლელუაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - 75 548 ლარი.


გიული მარღიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი - 14 640 ლარი.


გიული მარღიშვილმა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2011 წელს დატოვა და მედიაციის სამსახურში გადავიდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner