სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული.
მობილიზებულია 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტექნიკა, რომელიც საირიგაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამოიყენება, დღეს ხანძრის ადგილზეა მობილიზებული.
„აღნიშნული ტექნიკა ხანძრის კერებში დამატებით წყლის რესურის მიწოდების საშუალებას იძლევა. ხანძრის ლოკალიზებას ართულებს ქარიანი ამინდი და რელიეფი. ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენთვის უმთავრესია მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ტყის მასივების გადარჩენა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სტიქიის ადგილეზე იმყოფება.