ლექტორი ზაზა სიამაშვილი საქართველოში ცნობილი ვარსკვლავების ჩამოსვლასა და მათ კონცერტებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგიონებში მყოფ საზოგადოებას მსგავსი ფესტივალები ვერაფერში დაეხმარება.
„კულტურის სამინისტროს რომ პასუხს არაფერზე სთხოვენ, რა დამსახურების გამო? ან ვინ მფარველობს ასე? სულ გარეკეთ? რა გეკონცერტებათ ან რაში უხდით ფულს? გაიარეთ რეგიონებში და ჩახედეთ ხალხს თვალებში... უშველით მათ რამაზოტის უკანალის ქნევა ან თქვენი ფესტივალები? იქნებ მიწაზე ფეხით იაროთ... ნაძირლობამდე არაფერი აღარ გაკლიათ... „ზოგიერთების" მიკვირს..." - წერს სიამაშვილი.