logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური პრიორიტეტები გვერდზე უნდა გადავდოთ
- +

22 აგვისტო. 2017. 16:37


„სამწუხაროდ, გუშინ ბორჯომის ხეობაში ლოკალიზებული ხანძარი ქარმა კვლავ გააღვივა, თუმცა, შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სტიქიასთან ბრძოლას..." - წერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში.


„400-მდე მეხანძრე-მაშველი, 30-მდე სახანძრო ტექნიკა, გდდ-ს 500-ზე მეტი თანამშრომელი, 2 საქართველოს და 1 აზერბაიჯანის ვერტმფრენი ადგილზეა და ინტენსიურად მუშაობს...

 

P.S. ისე, ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური პრიორიტეტები გვერდზე უნდა გადავდოთ და უბრალოდ, ჩვენს გმირ ბიჭებს - მეხანძრეებს, მფრინავებს ვუგულშემატკივროთ..." - წერს პერტაია „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner