ახალი კერა წაღვერის შესასვლელთან, საველე ოპერაციების ცენტრთან ახლოს ფერდობზე გაჩნდა. „იმედის" გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო რთულდება.
ბორჯომის რაიონის სოფლებს, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს. სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია. ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. ისინი საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად ემზადებიან.