მათზე, ვისაც შეუძლია, რაიმე შეარემონტოს, შეაკეთოს ან ააწყოს, ამბობენ, "ოქროს ხელები" აქვსო. არ ვიცით, რამდენად ძვირფასი მეტალისგან შედგება თქვენი ხელი, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა სიგრძის გაქვთ მტევანი, ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელი თქვენზე.
ამ ტესტის გასავლელად სახაზავი არ დაგჭირდებათ. უბრალოდ, ერთი ხელით მეორე ხელის მაჯიდან იდაყვამდე სიგრძე გაზომეთ. თუ შეძელით და მისწვდით ერთი ბოლოდან მეორეს, ესე იგი - დიდი ხელისგული გაქვთ, თუ ვერა - პატარა.
პატარა ხელები
პატარა ხელის მტევნის მფლობელებს ავანტიურები უყვართ, არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა, გიჟდებიან მოგზაურობასა და რისკიან თავგადასავლებზე. ისინი წვრილმანებში დროს არ ხარჯავენ და კონცენტრაციას მხოლოდ გლობალურზე აკეთებენ. უყურადღებობა ასეთ ადამიანებს აიძულებს, ერთი და იგივე შეცდომები დაუშვან.
პატარა ხელების პატრონები საკმაოდ პრაგმატულები არიან. კამათის დროს მხოლოდ ფაქტებსა და ლოგიკას ემყარებიან. ისინი დიდხანს არ ფიქრობენ და მაშინვე გადადიან საქმეზე. თუმცა ხშირად ამ სიჩქარესა და ენთუზიაზმს ისინი შეცდომებამდე მიჰყავთ.
დიდი ხელები
თუკი თქვენი ხელის მტევანი საშუალოზე დიდია, ესე იგი - პერფექციონისტი ხართ, რომელსაც არასოდეს ჰქონია სკოლაში პრობლემა მათემატიკაში. ერთ პროექტზე დიდხანს ფიქრი, დეტალებში ჩაღრმავება, წვრილმანებზე გამოკიდება - ყველაფერი ეს თქვენზეა. რთულია იმის თქმა, რამდენად დროულად ასრულებთ სამუშაოს, მაგრამ ხარისხი ნამდვილად გარანტირებულია.
სხვათაშორის, დიდი ხელის მტევნის მფლობელები საკმაოდ მძაფრად აღიქვამენ რეალობას და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ასეთი ადამიანები ხშირად საკუთარ ინტერესებზე წინ სხვისას აყენებენ და სასწრაფო დახმარების როლში გამოდიან გარშემო მყოფებისთვის. და რაც ყველაზე მთავარია, მშვენივრად აანალიზებენ ამას, ოღონდ სხვანაირად მოქცევა არ შეუძლიათ.
წყარო: marao.ge