logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: ძლიერი კვამლის გამო სოფელ დაბაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ
- +

22 აგვისტო. 2017. 17:58


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სოფელ დაბაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე დიდი კვამლია.


მინისტრი ამ დროისთვის სოფელ დაბის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ხანძრის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს.


„ვერტმფრენები ამ წუთში ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე კვამლი დგას. თურქული ვერტმფრენები 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ და ამ საკითხზე ზუსტ ინფორმაციას ამ წუთში არ ვფლობ", - განაცხადა  ზურაბ ალავიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner