logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ქარი ძლიერდება, რაც, სამწუხაროდ, ხელს უშლის არა მხოლოდ სამუშაოებს
- +

22 აგვისტო. 2017. 18:00


საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბორჯომის ხეობაში იმყოფება, სადაც ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. შტაბს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გზა გაიჭრა, რომლითაც მეხანძრეების ადგილზე აყვანის უზრუნველყოფა მოხდა.


კახა კუჭავას განცხადებით, გმირულად იშრომეს მეხანძრეებმა, მაშველებმა, რეინჯერებმა, ტყის მცველებმა და ტრაქტორისტებმა.


გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბი, რომელმაც სამოქმედო გეგმა დასახა. ღამის განმავლობაშივე, გათენებამდე მოხდა ძირითადი გზის გაყვანა, რომელმაც ფაქტობრივად უზრუნველყო, რომ მთავარი კერა აღარ განვითარებულიყო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ბიჭებმა, რომლებმაც გმირულად იმუშავეს, მაშველებმა, რეინჯერებმა, ტყის მცველებმა, ტრაქტორისტებმა, რომლებმაც ღამეში მოახერხეს გზის გაყვანა, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო მეხანძრეების აყვანა ადგილზე. შესაბამისად, მოხდა წყლის მობილიზება და დილის განმავლობაში, მამაცურად ებრძოდნენ ხანძარს",- განაცხადა გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, სტიქიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვერტმფრენების ჩართვამ.


ვერტმფრენების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი როლი შეიტანა ხანძრის ლიკვიდაციაში, თუმცა, როგორც ხედავთ, ქარი ძლიერდება, რაც, სამწუხაროდ, ხელს უშლის არა მხოლოდ სამუშაოებს, არამედ ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებასაც. იმედი გვაქვს, რომ დამატებით ორი ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება სამუშაო  ჯგუფებს და როგორც ვვარაუდობთ, შეიძლება, თვითფრინავიც დაგვეხმაროს, ფაქტობრივად გადაჭრის ამ პრობლემას",- განაცხადა კახა კუჭავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner