საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი. გზის მიმდებარედ გამოფიტული და ეროზირებული მეწყრული ფერდობიდან, გზის სავალ ნაწილზე სისტემატურად ჩამოდის მიწა-კლდოვანი ჩამონაშალი, რომლის ნაწილიც ჩადის მდინარის კალაპოტში, არსებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია მდინარის ნაწილობრივ შეგუბება და წყლის დონის მატების შედეგად დაიტბორა გზის ორი მონაკვეთი.
ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და დაწყებულია დამატებითი მანქანა-მექანიზმების მობილიზება რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის გაწმენდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას გამოიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე და არ გააჩეროთ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში.