რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ორი თურქული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 30 წუთში იქნება.
როგორც პირველ არხს ალავიძემ განუცხადა, ვერტმფრენები ბათუმიდან უკვე ბორჯომისკენ მიფრინავენ.
„ბათუმში საწვავი დაიმატეს, უკვე გამოფრინდნენ და გზაში არიან. 30 წუთში იქნებიან ადგილზე. ამ წუთში ორი ვემტრმფრენია და ველოდებით თვითმფრინავსაც", - განაცხადა ზურაბ ალავიძე.