ბორჯომში, სოფელ დაბასთან, ცეცხლი საავტომობილო გზას უახლოვდება.
როგორც „პირველი არხის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით არის მოდებული.
რაც შეეხება ზოგადად სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო რთულდება.