საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადგილობრივებს რეკომენდაციებს აძლევს.
„ქარი მუდმივად იცვლება, დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, ამიტომ რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვები, მოზრდილები, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადება, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მარტივი პირბადე, რადგანაც პოტენციურად ამას შესაძლოა ჰქონდეს რაიმე რისკი", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხეობაში ქარი სულ არის, რაც ჰაერის დაბინძურების მხრივ კეთილსაიმედო ნიშანია, რადგანაც ნიავდება, მაგრამ ხანძრისთვის ეს არის ცუდი და მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი.
„ამისი დოკუმენტური მონიტორინგი რთულია, სიტუაცია იცვლება და ამიტომ რეკომენდაცია მიმართული მაქსიმალური გადაზღვევისკენ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.