logo_geo
eng_logo
„სოფელ დაბას მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“
- +

22 აგვისტო. 2017. 18:57



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, სოფელ დაბას მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.


სირაძის განცხადებით, სოფელთან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო ტექნიკა და ასევე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო ორი ერთეული ვერტმფრენი.


მისივე თქმით, მაშველები და მეხანძრეები ცდილობენ, ცეცხლი დასახლებული პუნქტის მხარეს არ გადმოვიდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner