„თურქეთის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვერტმფრენები ბათუმიდან უკვე მოემართებიან ხანძრის კერისკენ.
„სამაშველო ვერტმფრენები დაახლოებით 30 წუთის წინ უკვე გამოფრინდნენ ბათუმიდან. ისინი მალე ადგილზე იქნებიან. ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ, თუმცა ცოცხალი ძალა და ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.