logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: თურქეთის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ
- +

22 აგვისტო. 2017. 19:02


„თურქეთის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.


მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვერტმფრენები ბათუმიდან უკვე მოემართებიან ხანძრის კერისკენ.


„სამაშველო ვერტმფრენები დაახლოებით 30 წუთის წინ უკვე გამოფრინდნენ ბათუმიდან. ისინი მალე ადგილზე იქნებიან. ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ, თუმცა ცოცხალი ძალა და ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner