logo_geo
eng_logo
სოფელ დაბას მიმდებარედ ცეცხლის კერების ლიკვიდაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელმა მოახდინეს
- +

22 აგვისტო. 2017. 21:02


ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა, სოფელ დაბას  მიმდებარედ,  სავალ გზაზე ტყის მასივის მიმართულები  6-7 ჰექტარზე გაჩენილი  ცეცხლის კერების ლოკალიზება მოახდინეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და  გაერთიანებული წყალმომარაგებისა კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, 100-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად სტიქიის ზონაში გუშინ საღამოდან იმყოფებიან.


აქტიური სამუშაოები გრძელდება და დამატებითი ცოცხალი ძალა და  შესაბამისი ტექნიკა ხვალ დილიდან ჩაერთვება.  სტიქიის ზონაში რამდენიმე ერთეული წყალმზიდი ტექნიკა მთელი დღის მანძილზე მუშაობს, გაკეთდა დროებითი წყალსადენი მილები ხანძრის კერებთან სიახლოვეს, რომლის საშუალებითაც კომპანია ახდენს წყლის მიწოდებას შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის.


სამინისტროს მიერ ადგილზე ბორჯომის ხეობაში მეორე დღეა მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner