ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დაუდასტურა.
მათი ინფორმაციით, ზემო ბოშურში დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე იწვის მწვანე ნარგავები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ზემო ბოშურში რთული რელიეფია, რის გამოც მუშაობა გართულდება. ასევე, ადგილი ქარიანია.
ამ დროისათვის ხდება მეხანძრე-მაშველების მობილიზება. მათი ნაწილი ადგილზე უკვე მუშაობს.