საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჟინვალის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით ორ ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.
ამ წუთისთვის ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და ადგილზე განაგრძობენ მუშაობას.
მიმდინარეობს სრულად ქრობის პროცესი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის განახლების საშიშროება არ არსებობს.
ამასთან, ჟინვალის მისადგომებთან ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლოს მეხანძრეებმა მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ცეცხლი კვლავ გაჩნდა.