logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: სწორედ დუმილია ყველაზე მეტად მავნებელი
- +

12 აპრილი. 2016. 11:09


ჩვენი დუმილისა და კონფორმიზმის გამო არაადევატური და ბოდვითი იდეების საშიში მასშტაბით გავრცელება მოხდა", - წერს თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „facebook"-გვერდზე.



 

საოცარი რამეები გვჭირს, მოკლედ. ჩემი ძმა მომიყვა, რომელმაც თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა თესალონიკის უნივერსიტეტში და ათონის მთაზე ცხოვრობდა წლების განმავლობაში.

ერთხელ ათონს ერთი ქართველი მიტროპოლიტი ეწვია. მთარგმნელად ჩემი ძმა, დიმიტრი იყო, წინამძღვართან საუბარში ამ მღვდელმთავარმა განაცხადა რომ ლაზარე ქართული ენაა.

წარმოგიდგენიათ ალბათ, რას იფიქრებდნენ ბერძენი ბერები, ეს რომ სიტყვა-სიტყვით გადაეთარგმნა ჩემს გაჭირვებაში ჩავარდნილ ძმას.

საქმე იმაშია, რომ ლაზარე, რომელიც მაცხოვარმა მკვდრეთით აღადგინა, შემდგომში კვიპროსზე ეპისკოპოსი გახდა, მსახურობდა ლარნაკაში, იქვე აღესრულა, დასაფლავდა და მის საფლავი დღეს მოქმედ ეკლესიაშია, რომლის ნახვის პატივი მერგო.

ახლა კიდევ გებთ, რომ ღვთისმშობელი ქართველი ყოფილა, ქართული ანბანი 300 000 წლის წინ შეუქმნიათ ლაზ განდობილებს, რომ საქართველოზე გადის მთავარი სხივი, ნოეს კიდობანი რომ ნუნისშია, ეს ხომ დამტკიცებულია.

ჩონჩხათში დინოზავრის კვერცხების ძებნაც გემახსოვრებათ.

აღარ ჩამოვთვლი სხვა ამგვარ იდეებს.

ბევრი კარგი და კეთილი ადამიანია შეპყრობილი ასეთი აზრებით, არ მინდა, მათ გული ვატკინო, მაგრამ სწორედ დუმილია ყველაზე მეტად მავნებელი ასეთ დროს.

ჩვენი დუმილისა და კონფორმიზმის გამო არაადევატური და ბოდვითი იდეების საშიში მასშტაბით გავრცელება მოხდა.

საშიში იმიტომ, რომ არსებობს არაადევატურ სისტემათა თვითგანადგურების კანონი, როგორც კი ეს სისტემები ბიფურკაციის ანუ შეუქცევადობის წერტილს მიაღწევენ.

ამიტომ დავწერე ეს პოსტი, აქ არაფერია პირადული.

P.S.

ერთხანს ვაპირებდი, ასეთი ალტერნატიული მოაზროვნეებისათვის სივრცე შემექმნა - ესვათ ჩაი, ესაუბრათ, გადაგვეღო, გვეთარგმნა, ფილმი გაგვეკეთებინა.

ოსკარი" გარანტირებული გვექნებოდა.

ვერ მოვახერხე, სამწუხაროდ, თუმცა სამკალი ჯერაც ფრიად არს.

ეგება, ვინმემ დაადგას თავი ამ საშურ საქმეს", - წერს სოსო მანჯავიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner