logo_geo
eng_logo
ზემო ბოშურში ხანძარი 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა
- +

22 აგვისტო. 2017. 22:58



ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ხანძარი 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.


​ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენლის კახა თინიკაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები უკვე მუშაობენ. მისივე თქმით, საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ხალხი უკვე გაყვანილია.


"ხანძრიდან საცხოვრებელი ტერიტორია 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, თუმცა ხალხის ნაწილი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მაინც გავიყვანეთ, ", - აცხადებს პირველ არხთან კახა თინიკაშვილი.


​ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner