logo_geo
eng_logo
სოფელ დაბაში სიმშვიდეა, მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში რჩებიან, ავიაცია მუშაობას დილიდან განაახლებს
- +

22 აგვისტო. 2017. 22:59



ბორჯომის ხეობაში ხვალ დილიდან 6 ვერტმფრენი დაიწყებს მუშაობას, მათ შორის თურქეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი ვერტმფრენები.


ცეცხლის ჩაქრობაში ჩაერთვება თურქული თვითმფრინავიც.


რაც შეეხება მეხანძრეებს და სხვა დანაყოფებს, ისინი ხანძრის კერებთან ახლოს, სხვადახვა ადგილებში რჩებიან.


ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სოფელ დაბაში სიშვიდეა, დაკვამლიანება შემცირდა.


სოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ და გადაადგილება მათი თანხლებით ხდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner