გლდანში, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ძირითადად დამწვარია ბალახი და განადგურდა ხეხილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გლდანის გამგებლის დიმიტრი ორმოცაძის ინფორმაციით, დამწვარი ადგილი კერძო პირს ეკუთვნის.