შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საველე ოპერაციების მართვის ცენტრში ამ წუთებში საგანგებო თათბირს მართავს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, თათბირს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე ესწრებიან.
თათბირზე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დეტალურ გეგმას განიხილავენ.