შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია.
ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარედ ტყეს ხანძარი სამშაბათს, დაახლოებით 17 საათზე გაუჩნდა.