logo_geo
eng_logo
შსს-მ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
- +

12 აპრილი. 2016. 11:42


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის - თარხან გასვიანის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.



თარხან გასვიანის მტკიცებით, მას ფიზიკურად სამართალდამცველი გაუსწორდა. მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა გააჩერა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გასვიანის თქმით, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner