logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლაში თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს
- +

23 აგვისტო. 2017. 11:27



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლაში თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს.


„პაკისტანმა ტერორიზმთან ბრძოლაში სხვა მიდგომა უნდა განავითაროს. ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად ვიმუშაოთ, რათა დავეხმაროთ მათ, თავი დაიცვან ტერორისტული დაჯგუფებებისგან. ჩვენ განვაგრძობთ პაკისტანის მხარდაჭერას და მათთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებას", - განაცხადა რექს ტილერსონმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა „პაკისტანში თავშესაფარი მიიღეს ამერიკის სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner