თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არასოდეს მისცემს საშუალებას ქურთ „ბოევიკებს", რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების სახელმწიფო შექმნან.
„ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას „დემოკრატიულ კავშირს" და „სახალხო თავდაცვის დანაყოფებს" ე.წ. სახელმწიფო შექმნან ჩრდილოეთ სირიაში", - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ტერმინი „ქურთული სახელმწიფოს" გამოყენება „ქურთი ძმების" შეურაცხყოფაა.
„მჯერა, რომ ჩემი ქურთი ძმები არასოდეს დაუშვებენ ჩრდილოეთ სირიაში და სამხრეთ თურქეთში ამგვარი სახელმწიფოს შექმნას. ჩვენ ერთი ერი ვართ ერთი ქვეყნის ფარგლებში. ჩვენ ერთი დროშა, ერთი სამშობლო და ერთი სახელმწიფო გვაქვს. ვისაც ამ ერის გახლეჩა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.